Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე–9 დღე  დანარჩენი დღების მსგავსად ძალიან ნაყოფიერი იყო.  ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო,სამუშაო პროცესი ტრენერის ქ–ნი ლალის მითითებით ,მეტად საინტერესიდ წარიმართა,  დღე საქმიანი, ბევრისმომცემი,შინარსიანი
და აქტიური იყო.
დიდი მადლობა ტრენერს ქ– ნ ლალი გიგაურს საინტერესო და ნაყოფიერი დღებისთვის.



Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ წინა მასალა ,დავასრულეთ პრეზენტაცია ,პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე  და  გუგლ დრაივზე,  შემდეგ მოვისმინეთ მასწავლებელთა პრეზენტაციები

მასწავლებლის პრეზენტაცია

Tuesday, July 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ, მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია  და გავაკეთეთ კომენტარები
ვისწავლეთ სლაიდის განთავსება ბლოგზე .გნვიხილეთ ერთმანეთის სასწავლო  პროცედურები,შევავსეთ შეფასების რუბლიკა , მივიღეთ დავალებები

Monday, July 13, 2015

სასწავლო პროცედურები



პროექტის თემის გასაცნობად მოსწავლეებს ვაცნობთ ზოგად კითხვებს: ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე?  როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ პროგრესია ყოფა–ცხოვრებაში? აქვთ თუ არა მათ  გამოყენება?  შეკითხვებზე პასუხების მიღებისა და ამომწურავი განმარტებების შემდეგ დავიწყეთ მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის ფორმულის შესწავლა.პირველ რიგში შევავსეთ ცხრილი-ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე .კერძოდ გამოიკვეთა რა იციან მოსწავლეებმა პროგრესიების შესახებ და რა უნდათ რომ იცოდნენ . იციან არითმეტიკული პროგრესია თუმცა არ იციან რომ არითმეტიკული პროგრესიით მიიღება მარტივი დარიცხვის ფორმულა, აგრეთვე იციან გეომეტრიული პროგრესია ,და არ იციან რომ მისო გამოყენებით მიიღება რთული დარიცხვის ფორმულა
რადგან , ჩვენი პროექტის ერთერთი მიზანი იყო წარმოდგენა შეექმნოდათ  საფინანსო და საგადასახადო საკითხებზე,  ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დარიცხვის სისტემის შესახებ,ასევე პროცენტის დარიცხვის რა წესი მოქმედებს. მოსწავლეებმა იმუშავეს საქართვეელოს საგადასახადო კოდექსზე კერძოდ სიჩქარის გადაჭარბება დგომა–გაჩერება წესების დარღვევა მუხლი–125 . ახდენენ გარკვეული ინფორმაციის დამუშავებას სტატისტიკას,რომელსაც წარმოადგენენ ცხრილის,სვეტოვანი, თუ წრიული დიაგრამის საშვალებით .
სახელმძღვანელოში განხილული მაგალითის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვავალებთ მოიფიქრონ საკუთარი ვერსიები ჯარიმების და საურავების სრულყოფის მიზნით. მოსწავლეები გამოიკვლევენ ქვეყანაში არსებული ჯარიმის გადახდის წესებს ,გადაუხდელობის შემთხვევაში როგორ იზრდება გადასახადი მარტივი  პროცენტის დარიცხვის   თუ რთული  პროცენტის   დარიცხვით.

ამის შემდეგ აკეთებენ დასკვნებს.მოახდენენ  პრეზენტაციას.

Sunday, July 12, 2015

მეხუთე დღის რეფლქსები

გავეცანით სავტორო უფლებებს , ვიმუშავეთ სლაიდის შექმნაზე, დავიწყეთ მოსწავლის სავარაოდო ნაშრომზე მუშაობა