Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე–9 დღე  დანარჩენი დღების მსგავსად ძალიან ნაყოფიერი იყო.  ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო,სამუშაო პროცესი ტრენერის ქ–ნი ლალის მითითებით ,მეტად საინტერესიდ წარიმართა,  დღე საქმიანი, ბევრისმომცემი,შინარსიანი
და აქტიური იყო.
დიდი მადლობა ტრენერს ქ– ნ ლალი გიგაურს საინტერესო და ნაყოფიერი დღებისთვის.



Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ წინა მასალა ,დავასრულეთ პრეზენტაცია ,პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე  და  გუგლ დრაივზე,  შემდეგ მოვისმინეთ მასწავლებელთა პრეზენტაციები

მასწავლებლის პრეზენტაცია

Tuesday, July 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ, მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია  და გავაკეთეთ კომენტარები
ვისწავლეთ სლაიდის განთავსება ბლოგზე .გნვიხილეთ ერთმანეთის სასწავლო  პროცედურები,შევავსეთ შეფასების რუბლიკა , მივიღეთ დავალებები

Monday, July 13, 2015

სასწავლო პროცედურები



პროექტის თემის გასაცნობად მოსწავლეებს ვაცნობთ ზოგად კითხვებს: ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე?  როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ პროგრესია ყოფა–ცხოვრებაში? აქვთ თუ არა მათ  გამოყენება?  შეკითხვებზე პასუხების მიღებისა და ამომწურავი განმარტებების შემდეგ დავიწყეთ მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის ფორმულის შესწავლა.პირველ რიგში შევავსეთ ცხრილი-ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე .კერძოდ გამოიკვეთა რა იციან მოსწავლეებმა პროგრესიების შესახებ და რა უნდათ რომ იცოდნენ . იციან არითმეტიკული პროგრესია თუმცა არ იციან რომ არითმეტიკული პროგრესიით მიიღება მარტივი დარიცხვის ფორმულა, აგრეთვე იციან გეომეტრიული პროგრესია ,და არ იციან რომ მისო გამოყენებით მიიღება რთული დარიცხვის ფორმულა
რადგან , ჩვენი პროექტის ერთერთი მიზანი იყო წარმოდგენა შეექმნოდათ  საფინანსო და საგადასახადო საკითხებზე,  ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დარიცხვის სისტემის შესახებ,ასევე პროცენტის დარიცხვის რა წესი მოქმედებს. მოსწავლეებმა იმუშავეს საქართვეელოს საგადასახადო კოდექსზე კერძოდ სიჩქარის გადაჭარბება დგომა–გაჩერება წესების დარღვევა მუხლი–125 . ახდენენ გარკვეული ინფორმაციის დამუშავებას სტატისტიკას,რომელსაც წარმოადგენენ ცხრილის,სვეტოვანი, თუ წრიული დიაგრამის საშვალებით .
სახელმძღვანელოში განხილული მაგალითის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვავალებთ მოიფიქრონ საკუთარი ვერსიები ჯარიმების და საურავების სრულყოფის მიზნით. მოსწავლეები გამოიკვლევენ ქვეყანაში არსებული ჯარიმის გადახდის წესებს ,გადაუხდელობის შემთხვევაში როგორ იზრდება გადასახადი მარტივი  პროცენტის დარიცხვის   თუ რთული  პროცენტის   დარიცხვით.

ამის შემდეგ აკეთებენ დასკვნებს.მოახდენენ  პრეზენტაციას.

Sunday, July 12, 2015

მეხუთე დღის რეფლქსები

გავეცანით სავტორო უფლებებს , ვიმუშავეთ სლაიდის შექმნაზე, დავიწყეთ მოსწავლის სავარაოდო ნაშრომზე მუშაობა

Wednesday, July 8, 2015

მე-4 -ე დღის რეფლეფსია

მეოთხე დღე, დავიწყეთ მე–2 მოდულის საკითხზე მიმართულების მიმცემი შეკითხვების
ჩამოყალიბება.გავანალიზეთ კითხვები და გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები.
განვიხილით სახელმძღვანელოში შეფასების ინსტრუმენტები.
 გავეცანით დროის ჩარჩოს შედგენას, გუგლი დრაივის წარმოებას და ახალი ფაილის შექმნას ვირტუალურ დისკზე ,შევასრულეთ დავალებები გუგლ დრაივზე.

Tuesday, July 7, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები



        მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები

თემატური კითხვები
შინაარსობრივი კითხვები
ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე?
მიმდევრობის  ცოდნა, რით გაგიადვილებთ ცხოვრებას? 
როგორ გამოიყენება არითმეტიკული  და გეომეტრიული პროგრესიები ყოფაცხოვრებაში და საჭიროა თუ არა ისინი საქმის კარგად გასაკეთებლად?

რა არის მიმდევრობა

როგორ შეგიძლია მიიღო მარტივი და რთული პროცენტის  ფორმულა.

მესამე დღის რეფლექსია

დავასრულეთ ბროშურა, გამოვიყენეთ ესგ 2011-2016 სასწავლო გეგმა მოვარგეთ ჩვენი თემის პროექტს სტანდარტები და ინდიკატორები,შევავსეთ შაბლონი .

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლები შეძლებენ .



  •  მოიპოვებნ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს 
  •  შეძლონ გარკვეული წესით შედგენილი რიცხვითი მიმდევრობის შედგენის კანონზომიერების შემჩნევა და იმავე კანონზომიერებით მისი გაგრძელება.
  •  თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანებში აღმოაჩინოს ისეთებირომლებშიც რეკურსიის წესით შედგენილი მიმდევრობები ფიგურირებს
  • წარმოდგენა  შეექმნათა  საფინანსო და საგადასახადო საკითხებზე,  ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დარიცხვის სისტემის შესახებ,ასევე პროცენტის დარიცხვის რა წესი მოქმედებს
  •  დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას.
  •  გადაწყვიტონ პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემები.
  • შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის თანასკოლელების ინფორმირებას ბუკლეტების საშვალებით.




Monday, July 6, 2015

მეორე დღის რეფლექსია


განვიხილეთ,ერთმანეთის პროექრის იდეები ,გავაკეთეთ კომენტარები, ვისწავლეთ ბროშურის შედგენა.

Sunday, July 5, 2015

ჩემი პროქტის იდეა.

ჯარიმის, გადახდის წესი.

მოცემულ პროექტში მოსწავლები სრულყოფილად შეისწავლიან მიმდევრობას რეკურეტული წესით,პროექტზე მუშაობისას გარკვეული წარმოდგენები უვითარდებათ მოსწავლეებს საფინანსო და საგადასახადო საკითხებზე,ეცნობიან ჯარიმების,საურავის დარიცხვის შესაძლო ვარიანტებს,აგრეთვე ბანკებში დარიცხვის წესებს და მოსწავლეებს ვავალებთ ჩაერთონ არსებული კანონმდებლობის დახვეწაში მოიფიქრონ საკუთარი ვერსიები ჯარიმების და საურავების სრულყოფის მიზნით. ერთმანეთის  ნამუშევრების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს დავავალოთ გაარკვიოს ვის სასარგებლოდ: (სახელმწიფოს,მოქალაქის, თუ მთელი საზოგადოების) ამოქმედდება „შეტანილი „ცვლილებები. კამათის პროცესში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც სახელმწიფოს, მთელი საზოგადოების ინტერესი, ასევე– ცალკეული მოქალაქის.
მოსწავლები  მოპოვებულ ინფორმაციას გაცნობენ თანასკოლელებს  ბუკლეტების  და სლაიდების სახით.

პირველი დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ ,ინტელის ტრენინგის შესახებ, შევქმენით ელ .ფოსტა (gmail.com),ბლოგი.